"მამა, ბიძა, ბებია ერთმანეთის მიყოლებით შეიწირა აფხაზეთზე დარდმა პირველივე წლებში...ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან“ - ნანა გეგეჭკორის ემოციური წერილი

სოცმედია 1632814131

ნანა გეგეჭკორი

ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი, რომელიც გალიდანაა,   სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და წერს, რომ სადაც უნდა იყოს, ისე ლაღად ვერასდროს იქნება, როგორც გალში, საკუთარ სახლში იყო.

„ეს ერთ-ერთი ბოლო ზაფხულია გალში... მას მერე ბევრი რამ დატრიალდა ჩემი და ჩემი ოჯახის თავს. მამა, ბიძა, ბებია ერთმანეთის მიყოლებით შეიწირა აფხაზეთზე დარდმა პირველივე წლებში... დანარჩენებმა ვიმოგზაურეთ ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, რათა იმ ადგილისთვის მიგვეგნო, სადაც ოდნავ მაინც ვიგრძნობდით თავს სახლში...

ბევრი რამ მაბედნიერებს ყოველ დღე, მიყვარს ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი, და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ვერასდროს ვგრძნობ თავს ისე ლაღად როგორც სახლში-გალში.

ამ ფოტოზე მეოთხე კლასის ბოლო დღეს აღვნიშნავდით. ახლაც ცხადად მახსოვს ემოციები ამ დღიდან. ჩემი შვილებისთვის ვისურვებდი სითბოს და სიყვარულს რაც ამ ფოტოზე აღბეჭდილი მეგობრებისგან და იზა მასწავლებლისგან მიმიღია.

აფხაზეთი სრულიად უნიკალური ემოციაა ჩემს ცხოვრებაში. ვერც მსოფლიო დედაქალაქის შესაძლებლობები და ვერც ვერანაირი წარმატება ჩაანაცვლებს შეგრძნებას რაც „სახლში ყოფნას“ მოაქვს. ძალიან, ძალიან მინდა სახლში-გალში“, - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220