"მამიკო, ჩემო სიხარულო მაპატიე…შენი ხელები აღარ გამათბობენ, თბილ ლოყებზე ვეღარ შეგეხები, ვეღარ ჩამიკრავ გულში“ – კორონავირუსით გარდაცვლილი მწერლის შვილი
სოცმედია • 1629831267 6

კორონავირუსით გარდაცვლილი მწერლის, ვაჟა შაქარაშვილი შვილი, სოციალურ ქსელში მამას ემოციური წერილს უძღვნის:
„შორიდან გაცილებ მამიკო, ჩემო სიხარულო… შენ ხარ მზე და ჩვენში გაანათებ და შენ ვერაფერი ჩაგაქრობს…. შენ ხარ ჩემი მზე მამიკო.. სულ რამდენიმე წუთში მიწას მიებარები, მამა… მე კი უცხო მიწიდან გემშვიდობები, თან „ავემარიას” ვუსმენ.. ცრემლებს ვყლაპავ, ცალი თვალით კი უზარმაზარ მოლბერტს ვუყურებ… რამდენიმე წუთში სულ სხვა მარიამი განაგრძობს სიცოცხლეს, შენი სახელითა და სიამაყით დატვირთული, შენით გაძლიერებული… სულ რამდენიმე წუთში ჩემი თბილი ხელები დახატავენ, შენი ხელები კი უკვე ცივია, აღარ გამათბობენ, თბილ ლოყებზე ვეღარ შეგეხები, ვეღარ ჩამიკრავ გულში…და მე ისევ თავი უნდა ავწიო, საქმე უნდა გავაგრძელო… მერე ვინც უნდა მითხრას, თავი დაბლა დაწიეო, არაფრით დავწევ, არასოდეს…
შენ ხარ ჩემი მზე მამიკო, და შენ ხარ ჩვენი მზე, შენ ვეღარაფერი ჩაგაქრობს მიყვარხარ და მაპატიე, შენს სითბოს რომ ვერ ვუძლებდი. მაპატიე, საკმარისად რომ ვერ გაფასებდი. მაპატიე, საჭირო სითბოს რომ ვერ გჩუქნიდი. შენ მე აღარასოდეს დამირეკავ, მაგრამ ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვექნება, ყოველთვის… ჩემთან იყავი, გიორგისთან და დედიკოსთან იყავი…მიყვარხარ, მამა! მშვიდობით, შეხვედრამდე მარადიულ სასუფეველში…”, – წერს მარიამ შაქარაშვილი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბულგარელი კოლეგისგან მიიღო, აღნიშნული...
პოლიტიკა • 1653556228

„ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დ...
პოლიტიკა • 1653555715

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ალიხან სმაილოვი ხაზს უსვამს, რომ საქართველო თავდაჯერებულ...
პოლიტიკა • 1653555705

საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურ...
პოლიტიკა • 1653555297

თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს. ფიცის დადების ცერემონია გაიმართა: თბილისში - თავისუფლების მოედანზე;ქვემო ქართლში - დმანისის ნაქალაქართან;კახეთში - ჩოლო...
პოლიტიკა • 1653554948

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდ...
პოლიტიკა • 1653554894