„მე ჩემი სინანული მაქვს ნიკოსთან, უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას" – რა კავშირი ჰქონდა ნანა გეგეჭკორს გარდაცვლილ ბიჭთან

სოცმედია 1631887604

გეგეჭკორი კვარაცხელია

ამერ  ექიმი ნანა გეგეჭკორი ნიკა კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც ირკვევა, აწ უკვე გარდაცვლლს ექიმისთვის საქმიანი თხოვნით მიუმართავს, რაზეც გეგეჭკორმა უდროობის გამო უარი უთხრა. ნანა გეგეჭკორის თქმით, ამას ძალიან ნანობს. 


„მეორე დღეა ადგილს ვერ ვპოულობ. არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა, რაც ამ ბიჭის მკვლელობაა. მე კი ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან. უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ვისწავლი, რომ არასდროს გადავდო მიცემული პირობის შესრულება

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა და მთხოვა, მისი პლატფორმის მომხმარებელი გავმხდარიყავი და იქ მეწერა, ფბთან ერთად ან თუნდაც ფბ-ის ნაცვლად. შემომთავაზა დიდი აუდიტორიისთვის კოვიდთან დაკავშირებულ კითხვბზეც მეპასუხა იმავე პლატფორმიდან. ვერ ვინელებ, რომ ინტერივიუზე დროის სიმცირის გამო ვუთხარი უარი. მოვუბოდიშე, სოციალურ ქსელში აქტიურობას ისედაც ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო და ორი პლატფორმიდან წერა გამირთულდებათქო. ანგარიში შევქმენით, მაგრამ მასთან აქტიურობა ვეღარ მოვასწარი ფბმა მთლიანად შთანთქა ჩემი თავისუფალი დრო.

ვერ ვინელებ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი მონდომება, ქართული, სრულიად განსხვავებული და საინტერესო პლატფორმა განევითარებინა უმოკლეს დროში. ჩემს სინანულს უკვე აზრი აღარ აქვს. დამაგვიანდა… ვეცდები, მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო. ესეც ჩემი ანგარიში Feedc-ზე. უახლოეს დღეებში ავითვისებ Feedc-ის წესებს და აუცილებლად დავწერ მისთვის. მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა. ვერ ვისარგებლე შენთან ურთიერთობის შესაძლებლობით. ალბათ რამდენს ვისწავლიდი შენგან“, – წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ესებუა
500 000 დოლარის და ბადრი ესებუას გაქრობიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.  მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხ...

კრიმინალი 1634768344

სააკაშვილი
რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს? - იუსტიციის მინისტრის განმრტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსე...

პოლიტიკა 1634759848

მიშა
"ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი" - მიხეილ სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობაზე

,,ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიციური მთავრობის მოდელს.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის უსათუო წინსვლისა...

პოლიტიკა 1634755997

გვარამია
"სრული ALL STAR"- ნიკა გვარამია თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

,,ესეც სხვა საქართველო! ესეც ნათელი მომავალი! ps. სრული ALL STAR" - ასე აფასებს ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს. 

სოცმედია 1634755462

ნანუკა
"ნიკა მელია ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!"- ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს ეხმიანება.  ,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობა...

სოცმედია 1634755201

კოალიცია
როგორ გამოიყურება თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელი?

,,მინდა მთელმა თბილისმა და განსაკუთებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სწორად გამიგოს, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერე ორ თანამდებობას ერთდროულად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინ...

პოლიტიკა 1634754873