სოცმედია • 1701752043
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
,,ძველი წიგნების ყიდვა მიყვარს განსაკუთრებით.
პიპინიას ჩემს მასწავლებლად ვაღიარებ, ძველი წიგნებით რომ ასწავლიდა მეზობლის ბალღს.
მაგრამ ძველ წიგნზე გაკეთებული წარწერები მკლავს.
როგორც ჩემს პოსტებზე გარდაცვლილი ფრენდების კომენტარებს, ისე აღვიქვამ.
თვალს ვარიდებ ხოლმე. მრცხვენია.
დღეს ვიყიდე ერთი წიგნი. ასი წელი არ ვიტყვი წიგნს და წარწერას, მაგრამ შეყვარებული უძღვნის შეყვარებულს – დახატული გულებით და ამბებით. იქვე არ მინახავს.
ბუკუნისტმა, თხუთმეტი ლარი ღირს, მაგრამ ცამეტად წაიღეო. იქვე დაამატა, არა, ცამეტი თარსია, თორმეტადო.
მეთქი, თხუთმეტადაც კოხტად წავიღებ.
წამოვიღე. მოვიტანე სახლში. გადავშალე და ეგრევე დამცეცხლა.
მეგონა, რომ მოვიპარე – შეყვარებულების ისტორია მოვიპარე თითქოს. უცბად დამიტრიალდა თავში ათასი სცენარი.
დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ჩემს წიგნებს, რომლებსაც ჩემთვის ვყიდულობ, სახელი და გვარ არ უნდა დავაწერო, რადგან ეს წიგნები დროებით არიან ჩემთან.
წიგნი – ადამიანზე მეტ ხანს ცოცხლობს.
როგორც ჩემთან მოვიდნენ წიგნები და მემეგობრებიან, ისე ჩემს მერე წავლენ სხვასთან და მისი გახდება. მას წაუღებენ ჩემს ენერგიას, ცოდნასა და სიტყვას.
ეზოთერული სწავლებით, ფიზიკურ სამყაროში ოთხი ცოცხალი სახეობაა (საფეხურია_:
1. ადამიანი;
2. ცხოველი;
3. მცენარე.
4. მინერალი (ნამდვილი მინერალი, ის პლასტმასა არა, ჩვენი ბაზარი რომ არის გავსებული).
და ამათ გვერდით მე ვაყენებ წიგნს – ნამდვილს წიგნს, ადამიანს ძმასა და მეგობარს, რომელიც მოვა შენთან სულშეწუხებულთან, ხელს გადაგხვევს და მოგიყვება რაღაცას, გულზე მალამოს გაცხობს და შუბლზე მირონს. <3
მჯერა, რომ იმ სახელებს, რომლებიც დღევანდელ წიგნს აწერია, უკვე დიდი ხნის ბედნიერი ოჯახი აქვთ, თავისი ბღარებითა და სიცილებით. ეს წიგნიც რა. ახალ სახლში გადავიდნენ და ამდენი წიგნი ვეღარ გადაიტანეს. ან უცხოეთში წავიდნენ – ახალი ცხოვრების საძიებლად. თავიანთი წიგნებიც აქ დატოვეს – იმ ადამიანებთან, ვინც მათ ემეგობრებოდა.”
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესა...
საზოგადოება • 1726258295
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არა...
სოცმედია • 1726257954
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქ...
პოლიტიკა • 1726257619
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში შესული ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე მმართველი პარტიის განცხადებებს, პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ემიჯნება და აცხადებს, რომ სალომე ზ...
პოლიტიკა • 1726257181
რისთვის წავიდა ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ეს სიურპრიზია და საზოგადოება...
პოლიტიკა • 1726256947
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა: “ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩ...
საზოგადოება • 1726256761
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი