„პუტინი მარცხდება და გაქცეული რუსიც ამ მარცხის გამოვლინებაა... პრობლემა დამარცხებულზე ფსონის დამდები ივანიშვილის ხელისუფლებაა და არა გაქცეული რუსი“ - ლაშა ბუღაძე

სოცმედია 1664512470

საზოგადოება

რუსული ექსპანსია თუ გაქცეული რუსი? - საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლას სხვადასხვაგვარად აფასებენ სოციალურ ქსელებში. ლაშა ბუღაძე ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ დღეს ქართული საზოგადოების პრობლემა „დამარცხებულზე ფსონის დამდები“ ივანიშვილის ხელისუფლებაა და არა გაქცეული რუსი.

„კიდევ ერთხელ: უნიკალური ისტორიული ვითარებაა. მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა. ადამიანები უმეტესად ლტოლვილები მაშინ ხდებიან, როცა მათ ქვეყანას მტერი ესხმის თავს.

რუსები კი იმიტომ გარბიან რუსეთიდან, რომ რუსეთის გამო არ მოკვდნენ და რუსეთის გამო არ იქცნენ მკვლელებად!

რამდენიც არ უნდა შემოვიდნენ, გახსოვდეთ, რომ ისინი გარბიან!

ცხადია, ემიგრანტთა ნაკადი უსაფრთხოების საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის (მორალი შესაძლოა არააქტუალურიც კი იყოს ამწუთას), მაგრამ ახლა ამ პრობლემის პრაქტიკული სტრუქტურირება უნდა იყოს უმთავრესი საზრუნავი, რადგან ქვეყანა საემიგრაციო კრიზისის წინაშე დგას და არა პანიკით, პარანოიით და ისტერიკით, არამედ რამდენადაც შესაძლებელია, რაციონალურად უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას. არადა, მეჩვენება, რომ ერთგვარ სისუსტეს ვავლენთ, როცა ფობიებით შეპყრობილები გავკივით, რომ ახლა "დამპყრობელთა ურდო მოიწევს ჩვენკენ", - ურდოა თუ რაცაა, სუსტები ახლა ჩვენ კი არა, პუტინის რუსეთია და მისი ხალხი, ვინც ყველა მიმართულებით გარბის კვდომის პირას მისული უსუსური ქვეყნიდან.

გაქცეული ურდო არ არსებობს! ვის და რისი დაპყრობის თავი აქვთ! ტრავმებით ნუ ვპროეცირებთ რეალობას - ისეთად აღვიქვათ სინამდვილე, როგორიც ის არის!

ყაზახეთის პრეზიდენტმა აგერ კარვები გაუწყო და კინოდარბაზებში შეასახლა დროებით, როგორც ლტოლვილები, რადგან არიან კიდეც ლტოლვილები, რომელთაც იმაზე დიადი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, ვიდრე მათი ქცევის შინაარსი და პოტენციაა.

რუსები არიან - და უნდა იყვნენ - პანიკაში და არა ჩვენ! პუტინი აგებს და არა უკრაინა დასავლეთთან ერთად!

ტოყაევმა უკვე დაანახა პუტინს, როგორ მფარველობს მის ლტოლვილად ქცეულ დეზერტირთა "არმიას", - და ჩვენი მრჩეველი რატომაა ყოველთვის შიში, როცა შიში ყოველთვის ცუდი მრჩეველია?!

სულ მცირე, მოვრჩეთ თავის დაკომპლექსებას, რომ აქ გამოქცეული რუსი ეგზისტენციალურ პრობლემას შეუქმნის საქართველოს. საქართველოს ეგზისტენციალურ პრობლემას პუტინი უქმნის, რომელიც ჩვენს თვალწინ მარცხდება და ეს გაქცეული ხალხიც ამ მარცხის გამოვლინებაა...

ქართული საზოგადოების პრობლემა დამარცხებულზე ფსონის დამდები ივანიშვილის ხელისუფლებაა და არა რუსეთიდან გაქცეული რუსი, რომელიც რუსეთზე ბევრად კარგ საქართველოში ცდილობს გადარჩენას.

ივანიშვილმა სისუსტის სინდრომი გაგვიჩინა და ეს უსარგებლო პანიკაც აქედანაა. არადა, სუსტების გარდა ყველაფერი ვართ - არა მგონია, სუსტებს ისეთებისთვის გაეძლოთ, რასაც ჩვენ გავუძელით უკანასკნელი 30 წელი! რუსებით თავს ნუ შევიშინებთ. მით უმეტეს, გაქცეული რუსებით“ - წერს ლაშა ბუღაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163

გელა ხასაია
"ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ..." - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე გელა ხასაიაზე

"გელა ხასაია გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი. ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას. აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს. აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს....

სოცმედია 1713495960