“რა დავწერო, არ ვიცი… რით განუგეშო, არც ის ვიცი… ” – ზურა ხაჩიძე და ნინი შერმადინი მაია ყიფიანის ვაჟის გარდაცვალებას ეხმაურებიან
სოცმედია • 1629537600 86

პროდიუსერ მაია ყიფიანის ერთადერთი ვაჟი, 38 წლის ლადო ზეინკლიშვილი ავტოავარიისას დაიღუპა. საჭეს ის თავად მართავდა. ავარიის შედეგად მისი მეგობარიც დაიღუპა.
მაია ყიფიანის ვაჟის გარდაცვალებას ეხმაურებიან მისი მეგობრები, ზურა ხაჩიძე და ნინი შერმადინი.
ზურა ხაჩიძე:
უმაგრესი ბიჭი იმსხვერპლა ავტოკატასტროფამ!
ლადო ზეინკლიშვილი, დიდი დანაკლისია, ძმაო, შენი ჩვენგან წასვლა ასე ნადრევად! Maia Kipiani Lika Utmelidze Eka Kipiani ღმერთმა გაგაძლიეროთ!“
ნინი შერმადინი:
„რა დავწერო, არ ვიცი… რით განუგეშო, არც ის ვიცი… ერთი დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს… ჩვენი ლადო ყველას რომ ერთი ნახვით თავს აყვარებდა თავისი კეთილი ღიმილით…. ძალიან მტკივა გული, მაი, უნდა გამაგრდე… მიყვარხარ და შენთან ვარ ყოველთვის. აუცილებლად ნათელში იქნება ჩვენი ნათელი ბიჭი…“
მაია ყიფიანი წლების განმავლობაში „იმედზე“ მუსიკალური პროექტების ხელმძღვანელად მუშაობდა. ის ასევე დიდი ხნის განმავლობაში კონკურს „ახალ ტალღაზე“ ქართველი მომღერლების პროდიუსერიც გახლდათ.
მაია ყიფიანს პირველი მეუღლე დაღუპული ჰყავს. მეორედ ის ცოლად გაჰყვა ცნობილი კომპოზიტორის, არნო ბაბაჯანიანის ვაჟს, არაიკ ბაბაჯანიანს. წყვილი ერთად უკვე 11 წელია, რაც არის…
ლადო ზეინკლიშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...
სოცმედია • 1679581956

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტ...
პოლიტიკა • 1679581449

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა. ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 -დან 28 ქვეყანამ უკვე...
მსოფლიო • 1679580199

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: “უკიდურესი სიმხდალის და უღირსობის გამოვლინება:მეგობარს “ებლატავები” იმ გათვლით, რომ შეეცოდები და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს ენას უჩლიქავ იმიტომ, რომ ხელის შემობრუნების გ...
სოცმედია • 1679577645

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტშ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679576414

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის მიერ, იმ მფრინავების დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომლებმაც შავი ზღვის თავზე, ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. "საუკეთესო შემთხვევაში, უბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679576083