"რა შეცდომები იყო დაშვებული პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რატომ გაჭიანურდა უკრაინის ომი" - რას წერს ვანო ნადირაძე

სოცმედია 1702008900    463

ვანო ნადირაძე

"რა შეცდომები იყო დაშვებული პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რატომ გაჭიანურდა უკრაინის ომი.

მე ვფიქრობ რომ შეცდომა იყო, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მიმართულებით შეტევების დაწყება, შეიძლებოდა ცოცხალი რესურსების მაქსიმალურად შენარჩუნება და გაფრთხილება. ზოგჯერ პოლიტიკოსების ჯიუტი გადაწყვეტილება ძალიან უშლის სამხედროებს სწორედ მოქმედებაში ხელს.

შეიძლებოდა ლუგანსკის და დონეცკის ფრონტის გასწვრივ თავიდანვე ტაქტიკურად სწორ პოზიციებზე განლაგებულიყო არტილერია და მხოლოდ მტრის შემაკავებელი ბრძოლები ეწარმოებინა, თან იმ დროს როცა მტერს ქვეითი ჯარის და ტექნიკის უპირატესობა ქონდა და არ უნდა შეგვეკლა იქ ჩვენი ქვეითი ჯარის რესურსი. არ უნდა მიეცა საშუალება მტრისთვის ზაპოროჟიეს ოლქში ხაზზე გამაგრების საშუალება, სადაც ერთ კვ.მ თითქმის სამი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დევს და ფაქტიურად ის ტექნიკა რაც დასავლეთიდან მივიღეთ, დღეს ეფექტურად ვერ ვიყენებთ დანაღმული ველების სიმჭიდროვის გამო, იძულებული ვართ ვაწარმოოთ შეტევები ქვეითი ჯარის პატარა შემტევი ჯგუფებით (საბედნიეროდ ამართლებს ეს ტაქტიკა).

კიდევ გეტყვით იმას რომ, ეს ომი არის, არა მარტო ის რომ ვის უფრო უკეთესი ჯარი ჰყავს.

პირველ რიგში ეს ომი არის მენეჯმენტის სკოლის თუ ვის უფრო უკეთესი აქვს, ეს ომის არის რესურსების და ეს ომი არის სწორი ლოგისტიკური ჯაჭვის.

ხერსონში მაგალითად ამ ლოჯისტიკურმა ჯაჭვმა ოპერატიულ დონეზე გაამართლა, თუმცა იქაც სამწუხაროდ ბოლოს შეცდომები იყო დაშვებული.

მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია თუ ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვს არა ოპერატიულ დონეზე განავითარებს უკრაინა, არამედ სტრატეგიულ დონეზე .

პოლიტიკოსების დავალება, ლუგანსკის და დონეცკის ეხლა დაბრუნებაზე ჩემი აზრით ესაა შეცდომა, დროებით უნდა შეჩერდეს. მთელი ზამთარი უნდა იყოს იქ მხოლოდ შემაკავებელი საარტილერიო ბრძოლის წარმოება.

იმიტომ რომ ლოჯისტიკის მხრივ ზუსტად იქ აქვთ რუსებს უპირატესობა, ძალიან ახლოს აქვთ ყველაფერი ჩვენთან შედარებით.

ხოლო სამხრეთით პირიქით იქ გვაქვს ჩვენ უპირატესობა და ზუსტად იქ აქვთ რუსებს პრობლემები. აუცილებელია ყირიმის მოწყვეტა და დნეპრის მარცხენა სანაპიროს მაქსიმალურად განთავისუფლება.

ის მომენტია როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება უშლის ხელს ბრძოლის ეფექტურ წარმოებას და ნაკლებად უნდა ჩაეირივნონ, თან იმ ფონზე როცა თავად ვერ ასრულებენ დავალებას, გუშინ რესპუბლიკელებმა ჩააგდეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების საკითხი.

აუცილებელად გავიმარჯვებთ.

ზუსტად ეხლა მოვდივათ სწორი მიმართულებით....სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

დიდება ჩვენ სამშობლოს, დიდება უკრაინას!"

წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372