„შენს მიმართ მარტო ბრაზი და ტკივილი დამრჩა“ - რა უპასუხა ადვოკატმა რუს ტურისტს, რომელიც ქართველების დაკარგულ სტუმარმასპინძლობაზე მოთქვამდა

სოცმედია 1660132612    2411

ადვოკატი რუსი ტურისტი

ადვოკატი იოსებ შველიძე რუს ტურისტთან შეხვედრისას გამართული დიალოგის შინაარსს უზიარებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, დამსვენებელმა მას ჰკითხა „სად დავკარგეთ სანაქებო სტუმართმოყვარეობა”, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო:

„ერთმა რუსმა „ტურისტმა“ მკითხა: „სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო?“. მე ვუპასუხე: „- რაღაც ნაწილი 1801 წლის ანექსიას ემსხვერპლა, ნაწილი იმ საღებავში გაერია, რომლითაც ქართული ეკლესიები შეღებეთ, ნაწილი იმ ქართულ საგანძურს გაჰყვა, რომელიც რუსეთში გაიტანეთ, რაღაცა ძალით გარუსებულმა ქართველებმა წაიღეს, რაღაცა იმ ციხესიმაგრეების ნანგრევებში მოყვა, რომელიც თქვენ საქართველოში დაანგრიეთ, რაღაცა მარცვალი ქართველმა იუნკერებმა წაიღეს, ზოგი სტალინისა და ორჯონიკიძის ულვაშებმა შთანთქა, რაღაცა იმ ტერიტორიებზე დარჩა, რომელიც თქვენ საკუთარ თავსა და მეზობლებს დაურიგეთ, რაღაცა იმ დენთმა დაწვა, რომელიც „შინსახკომის“ ტყვიაში იყო, ნაწილი საქართველოდან თქვენს მიერ ძალით გადასახლებულმა ქართველებმა წაიღეს, ნაწილი ქართული ენისათვის ბრძოლაში გაცვდა, რაღაცა ფეხოსანთა ალესილ ნიჩბებს გაჰყვა, რაღაცა თქვენს მიერ დაფინანსებულმა პუტჩისტებმა წამართვეს, რაღაცა სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის, ცხინვალის, თამარაშენისა და კეხვის ნანგრევებში დაიმარხა, ცოტა გურამ გაბესკირიას, ჟიული შარტავას და ათასობით ქართველს დავაყარე გულზე, რომელნიც თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ, ნაწილი იმ ქართველებმა გათელეს, რომლებიც თქვენს მიერ მოწყობილ ეთნოწმენდას გამოექცა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, ნაწილი თქვენს მიერ დანგრეული ეკლესიების ლოდებმა იმსხვერპლა, ნაწილი იმ თვითმფრინავს გაჰყვა უკან, რომლითაც თქვენ ქართველები ნახირივით ჩამორეკეთ საქართველოში, ნაწილი დამენიას, ანწუხელიძეს, შინდისელ ბიჭებსა და სხვა ვაჟკაცებს ჩავაყოლე საფლავში.

შენს მიმართ მარტო ბრაზი და ტკივილი დამრჩა. სანამ ეს ბრაზი გაღვივებულა, ჯობია გამეცალო და სახლში წახვიდე ან იმ მიმართულებით გაემგზავრო, საითკენაც დადის ნებისმიერი რუსული ტრანსპორტი, განსაკუთრებით გემები..
05.08.2022“, – წერს იოსებ შველიძე.

აღსანიშნავია, რომ პოსტმა უამრავი გამოხმაურება გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები იოსებ შველიძეს ასეთი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობას უხდიან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147

ინგა გრიგოლია
„ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდება, სულ რომ ხელი არ გავანძრიო“ - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგლია სოცქსელში წერს: „ჰაჰაჰაჰჰაჰა  კარგია  ტყუილად კი არ ვთქვი, ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდებათქო. სულ რომ ხელი არ გავანძრიო, ადრე თუ გვიან, მაინც მისრულდება,თუ ძალიან...

სოცმედია 1664168812

ოკუპანტები
დიდი უკმაყოფილება პუტინის ჯარში - ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა

რუსეთის პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილიდან სატვირთო მანქანით გაიქცა, ინფორმაციას BAZA ავრცელებს.   მოსკოველი ვიქტორ პერეკიპსკი კონტრაქტორი ჯარისკაცია. მისი ახლობლე...

მსოფლიო 1664168553

ზეიკიძე კუმ დეო
უყურეთ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ეს სახელები და გვარები და მათზე ყველას მოუყევით - „კუმ დეოს“ რაჭული ქრონიკა

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია - სოკრატეს ამ სიბრძნეში ადრე შესაძლოა, ეჭვი შემეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუმ დეო მედიქალის“ გუნდი სოფელ-სოფელ დადის და...

საზოგადოება 1664168276