"ვფიქრობდი უბედურო დეა, ეს ყოფილა შენი ბედი, ვისთან ერთად კვდები" - რა შეემთხვა დეა მამისეიშვილს

სოცმედია 1700509500    1853

დეა მამისეიშვილი

"ერთი კვირის წინ სტრასბურგიდან ვბრუნდებოდი თბილისში. თვითმფრინავში ჩავსხედით, დავიკავეთ ადგილები და წინ ვხედავ ნაცნობ სილუეტს, როგორ მიახლოვდება. მიყურებს, ვუყურებ, უცებ ვიცანი – დიმიტრი გვრიტიშვილი – კლანის მოსამართლე. ერთ რეისზე ვართ, თურმე. 

დაიწყო ფრენა, საქართველოს საჰაერო სივრცეში დროულად შემოვედით, მაგრამ აქ საშინელი ქარი დაგვხვდა, თვითმფრინავმა 4 წრე იტრიალა, ვერ ჯდებოდა და მოკლედ, ყველა ძალიან დავიზაფრეთ, ზოგმა ხელები ჩაკიდა ერთმანეთს, ზოგი ლოცულობს, ზოგი ტირის – ნუ, გვეშინია რა… არ ვიცით დავჯდებით თუ არა, დავფრინავთ წრეზე და ვჯაყჯაყებთ საშინლად.

ხალხი ამ დროს მარტო იმაზე ფიქრობს, მალე დავსხდეთ და სახლში მშვიდობით მივიდეთ და საერთოდ ცოცხლები გადავრჩეთ.

ამ დროს მე ვზივარ და გულში ვფიქრობ: უბედურო დეა, ეს ყოფილა შენი ბედი, ვისთან ერთად კვდები, კლანის წევრ გვრიტიშვილთან ერთად-მეთქი. წამში წარმოვიდგინე, ტელევიზორში რომ ერთად გვაცხადებენ და საშინლად გავბრაზდი. ამ განსაცდელში ვიყავი 20-25 წუთი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ღმერთმა ასე არ გამწირა, სხვა გეგმა ჰქონია”.

– წერს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოტო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...

შემთხვევა 1701807901

სელფი
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701807832

ხაინდრავა
"ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია..." - რას წერს გოგა ხაინდრავა

"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...

სოცმედია 1701807300

საჩუქარი
როგორი საჩუქრით გავახარებთ ზოდიაქოს ნიშნებს?

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...

ეს საინტერესოა 1701807000

ბიბო ბაიაშვილი
"გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?....  სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...

სოცმედია 1701806700

ნანუკა ნიცა
„ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას -მკიდიხარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნიცა თავაძეზე

"ძალიან მაგარია,  როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...

სოცმედია 1701806100