„ვინ არის თქვენთვის იესო ქრისტე?“ - დეკანოზ თამაზ ლომიძის კითხვა საზოგადოებას

სოცმედია 1684897252

თამაზ ლომიძე

დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში იესო ქრისტეს შესახებ წერს.

„ზოგს იესო ქრისტე ჩვეულებრივი კაცი ჰგონია, ზოგს დიდ მასწავლებლად მიაჩნია იგი, ზოგი ხვდება, რომ რაღაც არამიწიერი და ღვთაებრივია მასში, რომ ყველა ადამიანისგან განსხვავებით აბსოლუტურად უცოდველია იგი, ხოლო ზოგმა შეიცნო მასში აღთქმული მესია, განკაცებული ღმერთი, მისი პირადი მაცხოვარი და კაცობრიობის მხსნელი. წინა კვირას ქრისტეს მიერ შობიდან ბრმის განკურნება გავიხსენეთ, იოანეს სახარების მე-9 თავიდან. სწორედ ამ საფეხურებს გადის სიბრმავიდან გამოსული იუდეველი კაცი. თვალახელილს დაკითხვას მოუწყობენ ფარისეველნი, ეკითხებიან: თქვი, ვინ და როგორ აგიხილა თვალიო. ყოფილი ბრმის პასუხები სწორედ ამ გზას გადის. მისი პირველი პასუხია: კაცმა იესომ განმკურნაო ანუ ჩვეულებრივი კაცი ჰგონია იგი. შემდეგ, თავს რომ არ ანებებენ, პასუხობს: მე მგონი წინასწარმეტყველია ანუ დიდი მასწავლებელიაო. შემდეგ კიდევ რომ სთხოვენ სიმართლე თქვას და აღიაროს თუ რა მოხდა, ამბობს: დარწმუნებული ვარ უცოდველია და ღმერთისგანაა მოსული, რადგან ვიცით, რომ ცოდვილისას არ ისმენს ღმერთი და ღმერთისგან რომ არ იყოს იგი, ასეთ სასწაულს ვერ მოახდენდაო. ამ მესამე პასუხზე გალანძღავენ და გამოაგდებენ ტაძრიდან. და ბოლოს მეოთხე პასუხს თავად უფლის წინაშე ამბობს. თვითონ იესო შეხვდება მას, რომელსაც პირველად ხედავს საკუთარი განკურნებული თვალებით, და ახლა უკვე უფალი ეკითხება: შენ გწამს ძე ღმრთისა ანუ შენ გწამს ქრისტეს მოსვლა შენს გადასარჩენად? ხოლო ის კითხვითვე პასუხობს: ვინ არის ის, უფალო, მაჩვენე, რომ ვიწამო მისი? და ქრისტე პასუხობს: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე. თვალახელილი ბრმა ამბობს: მწამს უფალო! დავარდება და თაყვანს სცემს მას. ასე გამოდის ადამიანი სულიერი სიბრმავიდან და მაღლდება ღმერთის შემეცნებაში, კაცი იესოდან განკაცებული ძე ღმერთის და მაცხოვრის ხილვამდე. 

 

 რომელ საფეხურზე დგახართ თქვენ? ვინ არის თქვენთვის იესო ქრისტე? ჩვეულებრივი კაცი, დიდი მასწავლებელი, ღმერთისგან მოსული და ცოდვის არმქონე თუ თქვენი საკუთარი უფალი და მაცხოვარი?“ - წერს დეკანოზი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კრავინიო
„თუ უკრაინა ომს წააგებს, საქართველოს არანაირი შანსი აღარ ექნება“ - კრავინიო

საქართველოში დღეს არსებულ ვითარებასა და ხელისუფლების ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე რადიო თავისუფლებასთან პორტუგალიის ყოფილმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა ჟოაო გომეშ კრავინიომ...

პოლიტიკა 1719210330

ჰაჯი
საუდის არაბეთში ჰაჯის დროს სიცხისგან 1 301 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში ჰაჯის დროს სიცხისგან 1 301 ადამიანი დაიღუპა. პილიგრიმები 50 გრადუსიან სიცხეში შორ მანძილზე თავშესაფრის გარეშე გადაადგილდებოდნენ. ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა სამ მეოთხედზე მეტს არ ჰქონ...

მსოფლიო 1719208850

დაკარგული ქალი
„სახლიდან გავიდა ფეხშიშველი და აღარ დაბრუნებულა“ - სოფელ ზემო მაღაროში 8 დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში მერვე დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.   "მოგესალმებით, ზემო მაღაროში მცხოვრები თამა...

საზოგადოება 1719208692

MBC-ის-ბიზნეს-სესხის-უპირატესობები
MBC-ის ბიზნეს სესხის უპირატესობები

ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი ბიზნესის ქონა უამრავი ადამიანისთვის ოცნებაა და კითხვაზე, თუ როგორ ცხოვრებას ისურვებდნენ, უდიდესი ნაწილი, ზუსტად, ამას გიპასუხებდა. თუ რეალური იდეები გაქვს და გიფიქ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1719208611

აიღე-საკრედიტო-ბარათი-MBC-ში
აიღე საკრედიტო ბარათი MBC-ში

ცხოვრებაში ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რისთვისაც შესაძლოა დამატებითი ფინანსები დაგვჭირდეს. ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალია საკრედიტო ბარათი. საკრედიტო ბარათების აღება შეგიძლია სხვადას...

ბიზნესი & ეკონომიკა 1719208455

ირაკლი კობახიძე
„პრემიერის წლიურ ანგარიშში არ არის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და ამოღებულია დეოკუპაციის ხედვა“ - თეონა აქუბარდია

პრემიერმინისტრს პარლამენტში 28 ივნისს მოუსმენენ, ირაკლი კობახიძე  მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. პრემიერთან მწვავე კითხვები აქვს ოპოზიციას. თავდაცვის კომიტეტის წევრის თეონა...

პოლიტიკა 1719206689