სოცმედია • 1695914986 421
"ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა „იარე ლიზა“ - რეჟისორი ნანა ჯანელიძე ფილმის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით პასუხობს.
ნანა ჯანელიძე წერს, რომ ფილმის მიზანი მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძებაა.
რეჟისორი ამბობს, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება.
მისი თქმით, არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას.
ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა „იარე ლიზა“:ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ „იარე ლიზა“ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა. სწორედ ეს არის ამ ფილმის მისია - მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად(!) ძიება. 30 წელი გავიდა და უზარმაზარი დუმილის და უნდობლობის კედელი აღიმართა ჩვენსა და აფხაზებს შორის.თანდათან გახუნდა ბანერები “გახსოვდეს აფხაზეთი“.სცენარზე მუშაობისას ჩვენი მოგზაურობა წარსულში ძალიან მტკივნეული იყო: გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და დანაშაული - ორივე მხრიდან... ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში...მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას. სხვანაირად ჩვენ, როგორც ერი, ქვეყანა, სახელმწიფო ვერ განვაგრძობთ ცხოვრებას, ეს დუმილი უკან დაგვწევს, წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს... ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავისი თქვან.„იარე ლიზამ“ ახალი სიმძაფრე შესძინა აფხაზეთის თემას - აღმოჩნდა, რომ ის ყველას აწუხებს, თუმცა რეალური გააზრება, გეგმა ამ თემის გადაწყვეტისა არავის აქვს: არც ხელოვანს, არც პოლიტიკოსს.2011 წელს დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და პარალელურად ფინანსების მოძიება. ასე ეტაპობრივად ფინანსდებოდა ეს პროექტი 2021 წლამდე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც გვერდში ამომიდგა. მგონია, ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები, შევაფასოთ და ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში ნათესაობა და პატივისცემა გვაკავშირებდა. რუსეთიც ხომ უკვე ალბათ მალე დატოვებს აქაურობას...". -წერს ნანა ჯანელიძე.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...
სპორტი • 1701721800
ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...
საზოგადოება • 1701721500
გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...
საზოგადოება • 1701721140
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი