სპორტი • 1473967140 40
წყალბურთი -
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ გივი სულაძე, რომელიც პროფესიონალი ახალგზარდა მწვრთნელია. მას მართლაც დიდი წვლილი შეაქვს ქართველი ახალგაზრდების განვითარებასა და სპორტის დაინტერესების საკითხში.
წყალბურთს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რამ განაპირობა თქვენი ამ სპორტისადმი ასეთი მიდრეკილება?
პირველ რიგში, წყალბურთი იმ გუნდური სპორტების რიგს მიეკუთვნება, სადაც თანადგომის და კოლექტიური მუშაობის გარეშე ვერაფერს გახდები. სწორედ ამიტომ, წყალბურთი ის სპორტია, რომელიც ქართულ ხასიათში ზის. ამ სპორტს როგორც ფიზიკური მომზადება, ასევე ინტელექტუალური უნარ-ჩვევები სჭირდება.
თქვენი აზრით, რა სარგებელს მოუტანს წყალბურთი ბავშვებს ფიზიკური სიჯანსაღის და თამაშის ცოდნის გარდა?
წყალბურთი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ცხოვრების წესი. წყალბურთი პირველ რიგში მეგობრობას, ერთმანეთის გვერდში დგომას, მეტოქისა და თანაგუნდელების პატივისცემას გვასწავლის.
ალბათ, გუნდში არიან ბავშვები, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ. როგორ ამხნევებთ ბავშვს, რომელიც ფიქრობს, რომ მას თამაში არ შეუძლია და არ აქვს საკმარისი ძალა და უნარი?
ასეთი ბავშვებისთვის ვარჯიშების შედარებით გამარტივებულ ფორმებს ვიმუშავებ. მათთვის ძალიან წამახალისებელია შექება, რის შემდეგაც უფრო მეტი მოტივაცია ეძლევათ და უკეთ გამოსდით თამაში.
როგორ ფიქრობთ შეგწევთ თუ არა ძალა თქვენი გუნდის ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და ჩამოაყალიბოთ ისინი ლიდერებად?
ძალა რამდენად შემწევს ამას დრო და შედეგი გვიჩვენებს, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და თავდაუზოგავად ვიმუშავებ ბავშვებთან. მწვრთნელს მხოლოდ წყალბურთელებად ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მას ევალება მათ კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა. მწვრთელი გუნდისთვის მისაბაძი ადამიანი უნდა იყოს, როგორც პიროვნება, ასევე სპორტსმენი.
ალბათ ბევრი დაბრკოლებების გადალახვა გიწევთ, მაგრამ უმკლავდებით სირთულეებს. თქვენი აზრით, რომელია წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტური გზა?
დაბრკოლებები მუდამ თან სდევს ადამიანს, თუმცა მათი გადალახვით კიდევ ერთი ნაბიჯით მივიწევთ წინ. რაც შეეხება წარმატებას, მისი მთავარი და ერთადერთი საწინდარი თავდაუზოგავი შრომა და მონდომებაა.
თქვენი რჩევები დამწყებ წყალბურთელებს
იშრომონ თავდაუზოგავად, არ გადაუხვიონ ჯანმრთელი ცხოვრების წესს, იყვნენ უბრალო და თავმდაბალი ადამიანები. მეტს ვერაფერს დავამატებ. ცხოვრება თავად აჩვენებს მათ რაც სჭირდებათ!
ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...
საზოგადოება • 1701721500
გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...
საზოგადოება • 1701721140
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა,...
საზოგადოება • 1701719100
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი