დაივიწყეთ, 30 წელი რუსეთის ნაკრები ვერსად ითამაშებს, უფსკრულში ვართ - ანდრეი კანჩელსკისი
სპორტი • 1652596140 2605

ცნობილი რუსი ფეხბურთელი, კიევის "დინამოს", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისი უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ფეხბურთის საერთაშორისო ასპარეზობებიდან მოკვეთის ფაქტს აფასებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწორია რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ გუნდის შეკრებები აღარ გაიმართება, ცნობილი ფეხბურთელი ასე პასუხობს:
"რა საჭიროა, რა აზრი აქვს, რატომ შევკრიბოთ ბიჭები უაზროდ? როცა დაგვრთავენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნებას, მაშინ შევკრიბოთ ფეხბურთელები.
დაივიწყეთ, 30 წელი რუსეთის ნაკრები ვერსად ითამაშებს. უბედურება მოვიდა. ასე მოხდა.
ჩვენ უბრალოდ მოგვკლეს და გაგვანადგურეს! უფსკრულში ვართ! იცით ასეთი სიტყვა?"
------
ანდრეი კანჩელსკისი - ცნობილი საბჭოთა და რუსი ფეხბურთელი, მწვრთნელი. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი, თამაშობდა კიევის "დინამოში" (1988-89 წ.წ.), დონეცკის "შახტიორში" (1990-91), "მანჩესტერ იუნაიტედში (1991-95), "ევერტონში" (1995-97); "ფიორენტინაში (1997-98), "გლაზგო რეინჯერსში" (1998-2002), "საუთჰემპტონში" (2002-03 წლები). საფეხბურთო კარიერა 2007 წელს, 38 წლის ასაკში, სამარის "კრილია სოვეტოვში" დაასრულა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ივლისს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება. აღმოსავლ...
საზოგადოება • 1656647632

რომ ჰკითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ სჭირდება - ამის შესახე...
სოცმედია • 1656647544

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს და სოცქსელში წერს: „დღეს ჩემი კოტეს დაბადების დღეა. 50 წლის... ღმერთს სამოთხეს ვთხოვ შენთვის.“
სოცმედია • 1656647107

აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას,” – აღნიშნული განცხადებაში. შეგა...
პოლიტიკა • 1656614479

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ანრი ოხანაშვილის მხრიდან ვატო წერეთელზე თავდასხმას ეხმაურება და მას ბინძურ პროვოკაცის უწოდებს. ზარქუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და წინასწარ და...
პოლიტიკა • 1656614316

3 წლის ნინა კოღოშვილს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება. ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ გერმანიაში. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც პატარა ნინას საყლაპავ მილზე #სიმსივნე დაუდგინდა. თურქეთში...
საზოგადოება • 1656614061