ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე დაპირისპირება მოხდა

სპორტი 1718723651

დორტმუნედია

დორტმუნდის სტადიონზე ქომაგებს შორის დაპირისპირებაა - ადგილზე მყოფი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრების ინფორმაციით, ტრიბუნებზე დაპირისპირება თურქმა ქომაგებმა დაიწყეს, როდესაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების მისამართით სხვადასხვა საგანი ისროლეს.

ქართველი ქომაგების არმია ქალაქის ცენტრალური პარკიდან დაიძრა და სტადიონისკენ მიემართებიან.

დილიდან გერმანიის ქალაქში, სადაც ისტორიული მატჩია დაგეგმილი, ქართველების ნაკადი არ წყდება. საქართველოს დროშებით და ნაკრების მაისურებით მთელი ქალაქია გადაჭედილი. ხალხი დიდი გამარჯვებისთვის ემზადება.

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული თარიღია. სტადიონზე ეროვნილი ნაკრების მხარდასაჭერად ათასობით ქართველი მივა. მეორე დღეა დორტმუნდი ქართველი ქომაგებით არის სავსე  და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის.

 

ისინი, კი ვინც გერმანიაში ვერ წავიდა, გადამწვეტი თამაშის ყურების შესაძლელობლობა მიხეილ მესხის სტადიონზე ექნებათ. სტადიონზე გიგანტური 6 ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და კარი ქართველი ქომაგებისთვის ზუსტად 6 საათზე გაიღება.

ბოლო განცხადება გადამწყვეტი მატჩის წინ უკვე გააკეთეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც, თქვეს, რომ მზად არიან მოგებისთვის და გამარჯვებითვის.

 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765