სპორტი • 1629149520 4531
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სერგო გოგისვანიძესა და მის წარმატებებზე ადრეც გიყვებოდით, მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ასპარეზობდა და სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდებოდა, ამჯერად სერგომ კონტინენტი შეიცვალა და თავის კარიერას აშშ-ში განაგრძობს.
როგორც ის გვიამბობს, მაისში, აშშ-ს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - Matt Lindland-ის მიწვევით იმყოფებოდა ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში, 2021 წლის ზაფხულის ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე.
- სერგო, გვიამბეთ,როგორ მოხვდით აშშ-ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე და რა ტიპის შეკრება იყო?
- შეკრებაზე უშუალოდ ამერიკის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - Matt Lindland-ის მიწვევით ვიმყოფებოდი, რომელიც უკვე 21 წელია ნაკრების მთავარი მწვრთნელია, Matt-ს ბევრჯერ უნახავს ჩემი ჭიდაობა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, მისთვის კარგად ნაცნობია ჩემი სტილი და გდების შესრულების ჩემეული ვერსია. მოგეხსენებათ, ამერიკას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლო 21 წელია ჩემპიონია არ ჰყოლია,სწორედ ამიტომ,Matt-ის დაჟინებული მოთხოვნით და მიწვევით მოვხვდი ატლანტაში,ოლიმპიურ ბანაკში,რათა 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიმავალი სპორტსმენებისათვის, მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, გამეზიარებინა გდების შესრულების ჩემეული ვერსია და ჭიდაობის სფეროში ჩემი დიდი გამოცდილება, ამით გამეძლიერებინა გუნდი.ასევე,წარმოვადგენდი G’angelo Hancock-ის სპარინგ პარტნიორს, რომელსაც აქვს ოლიმპიური ლიცენზია და მიემგზავრება ტოკიოს 2021 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, გაუხარდათ ჩემი იქ ყოფნა.
- რა შეგიძლია გვიამბო აშშ-ის ნაკრებზე და როგორი იყო მომზადების პროცესი?
- წვრთნის განსხვავებული პროცესი აქვთ, საკმაოდ საინტერესო და ეფექტური,აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნაკრებს მოსამზადებლად ყველა კომპლექსურად უწყობდა ხელს,ტრენერები ბოლომდე ჩართულები იყვნენ, ასევე მობილიზებული იყო ექიმების გუნდი.ოლიმპიურ ბანაკში სულ 12 დღე ვიმყოფებოდი, გულდასაწყვეტია, რომ ასე ცოტა დრო მქონდა ჩემი შესაძლებლობების გასაზიარებლად,რაც შეეხება მომზადების პროცესს,კვირაში ოთხი დღე გვქონდა ორჯერადი ვარჯიში, რომელიც დღეში დაახლოებით5-6 საათს გრძელდებოდა, კვირაში ორჯერ მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა,კვირა დღეს კი ვისვენებდით.
ზოგადად ვარჯიში იყო ინტენსიური,მიდიოდა ფიზიკური, ტაქტიკური და ტექნიკური მომზადება. ვმუშაობდით როგორც ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე, ასევე ტაქტიკურად ბრძოლის წაყვანაზე. განვიხილავდით ყველა შესაძლო მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვმუშაობდით ამ კუთხით.
ჩვენს ერთ-ერთ ასეთ ვარჯიშზე იმყოფებოდა Chael Sonnen,რომელიც გახლავთ ამერიკული შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, ჩვენს შეკრებაზეც იმყოფებოდა ატლანტაში, ოლიმპიურ ბანაკში და მოსამზადებელი შეკრების დეტალებზე სიუჟეტი გააკეთა, რომლის ნახვის საშუალება ალბათ გვექნება მის youtube-არხზე, სადაც უამრავი გამომწერი ჰყავს და მის ვიდეოებს ათი ათასობით ნახვა აქვს. საბოლოო ჯამში, მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, ვფიქრობ, რომ ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იყო ეს შეკრება და რაც მთავარია, კმაყოფილები არიან ჩემ მიერ გაწეული სამუშაოთი,რაც ძალიან მახარებს.
- სერგო, უახლოესი პერიოდის გეგმებსაც ხომ არ გაგვაცნობთ?
- დიახ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უახლოეს მომავალში,ოლიმპიურ თამაშებამდე, ისევ იგეგმება ოლიმპიურ ბანაკში ბოლო დასკვნითი შეკრება,სადაც მეც ვიქნები მიწვეული და შევეცდები დროის სიმცირის მიუხედავად,ნაკრების წევრებს მაქსიმალურად გავუზიარო გდების შესრულების ჩემეული ვერსია,ამის შემდეგ კი ბიჭები გაემგზავრებიან 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაშია და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ.
რაც შეეხება ჩემ პირად გეგმებს განვაგრძობ მოქმედებას,მუშაობას საკუთარ თავთან , ვვარჯიშობ და ვგეგმავ მონაწილეობა მივიღო 2021 წლის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში,მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ევროპული კლუბიდან, განვიხილავ მათ და ვაპირებ ისევ ისე წაუგებლად დავასრულო მომავალი საკლუბო სეზონიც, როგორც ეს გავაკეთე 2019 წელს.
წარმატებებს გისურვებთ!
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ქართველი ფალავანის ასპარეზობებს და მის გულშემატკივარს მომავალშიც გავაცნობთ სიახლეებს სერგო გოგისვანიძის კარიერულ წინსვლასა და სპორტულ წარმატებაზე.
მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯ...
საზოგადოება • 1702102133
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგ...
პოლიტიკა • 1702101948
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართ...
პოლიტიკა • 1702101814
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702101625
საქართველოს ბანკი, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, “გრიინ საიდმა“ გონიოში 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელი გახსნა. ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702101551
მთელ მსოფლიოში წელის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. წელის პრობლემების გამომწვევი მიზეზები ხშირად დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე სხვადასხვა დაავადებასა და პათოლოგიასთან. ამ დროს საკ...
ჯანმრთელობა • 1702101450
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი