წარმატებული წყალბურთელის ერთი ისტორია - ვინ არის გივი სულაძე

სპორტი 1616075580    53

სპორტი

განათლება, ჯანსაღი თაობა, მეტი შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი  - 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევების პირობებში, ფაქტობრივად წარმოუდგენელია სახელმწიფოების განვითარება თუთოეული ამ კომპონენტის გარეშე. დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო კვალვაც დგას ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, სრულყოფილი განათლების მიღება.

სწორედ ჯანსაღი თაობა ქმნის სრულფასოვან სახელმწიფოს და მის მომავალს. მომავალი თაობების აღზრდაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სპორტული სამყარო. სპორტის არაერთი სახეობაა, რომელმაც გამორჩეული თაობები აღზარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.  ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა... და წყალბურთი, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული და უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საქართველოში აღიზარდა წყალბურთელთა არაერთი თაობა, რომლებმაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის საერთაშორისო ტურნირებში.

გივი სულაძემ 11 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში. 16 წლის იყო, როცა  ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული. წყალბურთელთა ახალი თაობის აღზრდა და მათი წარმატება ცნობილი ქართველი წყალბურთელის, ევროპის საუკეთესო მოთამაშის, რევაზ ჩომახიძის დიდი დამსახურებაა. გივი სულაძე გვიყვება, რომ სწორედ ჩომახიძის თაოსნობით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადებოდა.  და სხვადასხვა ტურნირებშიც არაერთი წარმატება მოიპოვა.

 

2006 წელს ამიყვანეს პროფესიონალურ გუნდში. მოგვიანებით გადაწყდა, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო 1993-1994 წლებში დაბადებულთა ნაკრები, რომელსაც 6 თვეში უწევდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. 2009 წელს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 1993-1994 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის, რომელსაც ნაკრების დაკომპლექტების მიზნით, აკვირდებოდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის საუკეთესო მოთამაშე რევაზ ჩომახიძე.  ევროპის შესარჩევ ტურნირზე ჩემმა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი, სადაც მე დამასახელეს საქართველოს  ყველაზე ახალგაზრდა საუკეთესო მოთამაშედ. ამის შემდეგ ამიყვანეს ასაკობრივ ნაკრებში და დავიწყეთ მზადება 1993-1994 წლიანებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის.

პირველი ტურნირი გაიმართა მაიამიში - 12-14 თებერვალი 2010, South Florida International Age Group Water Polo Tournament 

უკრაინის პირველობაზე გავხდი ტურნირის ბომბარდირი (28 თებერვლი-6 მარტი-2010)

შემდეგ იყო 2010 წლის 18-21 მარტის ტურნირი - Poland Slowianka Cup 2010 Gorzow

და 2010 წლის 7-11 აპრილი - Poland Qualification To European Junior.

არავინ ელოდა, თუმცა მოვახერხეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ჩემპიონატამდე წარმოუდგენელი იყო, რომ ინგლისს და პოლონეთს მოვუგებდით, მაგრამ შევძელით ფინალურ ეტაპზე გასვლა“ - იხსენებს გივი სულაძე.

მისი თაობის წყალბურთელების წარმატებული კარიერა ტურნირებზე გამარჯვებით გაგრძელდა - Bulgaria 13-18 ივლისი 2010 და Germany European junior Championships Stuttgart, 8-15 აგვისტო 2010 წელი.

 

პირველი საპრიზო ადგილი საერთაშორისო ტურნირზე.

ახალგაზრდა წყალბურთელებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ გამხდარა მედიისა და საზოგადოების ყურადღების საგანი, თუმცა ქართველ სპორტსმენებს ჰქონდათ მოწვევები სხვადსასხვა ქვეყნებიდან.

„შესამჩნევი იყო ახალი ჩამოყალიბებული გუნდის ძალიან მოკლე დროში განვითარება, რასაც მოჰყვა მოწვევები, ძალიან ბევრი ქვეყანა გვეპატიჟებოდა სავარჯიშოდ და ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად. ასევე მომდევნო წლებში გაიმართა  რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი:

საბერძნეთი - 2 მარტიდან 7 მარტამდე 2011წელი;

გერმანია -  5 ივნისიდან 10 ივნისამდე 2011წელი;

საბერძნეთი-  20 თებერვლიდან 24 თებერვლამდე 2012 წელი;

და პოლონეთი - SLOWIANKA CUP ; 2 მაისიდან 6 მაისამდე 2012წელი.

ტურნირში მონაწილებას იღებდა 6 ქვეყანა (ინგლისი, პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, ბელორუსი და საქართველო), სადაც დავიკავეთ პირველი ადგილი.

შემდეგ იყო მოწვევა ეროვნულ ნაკრებში. ჩატარებული ტურნირებიდან თავისი მნიშვნელობით გამოვყოფდი, Russia 2013 Summer Universiade 6-17 ივლისი 2013 და Lietuva Vilnius Cup 2-7 დეკემბრამდე 2015, სადაც მეორე ადგილი დავიკავეთ“ - გვიყვება ქართველი სპორტსმენი.

ფაქტია, ქართველმა წყალბურთელებმა მწირი ფინანსებით, მაგრამ საკუთარი შრომის ფასად წლების მანძილზე უამრავ წარმატებას მიაღწიეს. ყოველი მათი გამარჯვება დემოკრატიული დასავლეთის წინაშე ამაყადაწეული ქართული დროშაა. სამწუხაროა, მაგრამ დღემდე ვერ ხერხდება, დამოუკიდებელი საქართველოს ვერცერთ ეტაპზე, რომ სპორტის სფეროს და სპორტსმენებს ჰქონდეთ სრულფასოვანი ხელშეწყობა სახელმწიფოს  მხრიდან. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370

აერ
საქართველოდან გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა

საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა,...

საზოგადოება 1701719100

გია ხუხაშვილი
"ელექტორალური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია უკვე გაყოფილია..." - გია ხუხაშვილი

„პროცესი, რაც მიმდინარეობს კანონზომიერია. კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ დაწყებულა. მეტსაც გეტყვით, ელექტორალური თვალსაზრისით ეს პარტია დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმ...

პოლიტიკა 1701719068

ვანო ნადირაძე
"დღესდღეობით უკვე გვაქვს ოპერატიული პლაცდარმი რამდენიმე ადგილას" - რას წერს ვანო ნადირაძე

"მოკლედ დავწერ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში ტაქტიკური პლაცდარმი შექმნიდან უკვე გადავედით ოპერატიულ პლაცდარმზე. აქამდე იყო ტაქტიკური პლაცდარმი, მუშაობდნენ სიღრმეში დაზვერვის ჯგუფები საა...

სოცმედია 1701718740