სპორტი • 1669455060
ირანში პროტესტის მხარდამჭერი ცნობილი ფეხბურთელი, ვორია გაფური დააკავეს. მას "ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში" სდებენ ბრალს.
გაფური ღიად უჭერდა მხარს დემოკრატიას, ქალთა უფლებებსა და საპროტესტო აქციებს, რომლებიც სექტემბრიდან იმართება. იგი ირანში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად მიიჩნევა.
საინფორმაციო სააგენტო Fars წერს, რომ გაფური, რომელიც წარმოშობით ქურთია, ხუთშაბათს კლუბის ვარჯიშის შემდეგ დააკავეს. ის კლუბ ესტეგლალში თამაშობდა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბია, შემდეგ კი მას კონტრაქტი გაუწყვიტეს, რის გამოც ფულად ხუზესტანში გადავიდა.
წარსულში გაფური ირანის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაშიც იყო, თუმცა კატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ის არ გამოიძახეს. ირანის ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიოზე ინგლისის წინააღმდეგ თამაში დროს არ შეასრულა ეროვნული ჰიმნი, რითაც მხარი დაუჭირა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
უკვე სამი თვეა ირანში არეულობაა. მოსახლეობა 22 წლის მაჰშა ამინის მკვლელობას აპროტესტებს. ახალგაზრდა ქალი "ჩადრის არასწორად ტარების" ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი ის გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიციელებმა ქალი სასტიკად სცემეს.
სოციალურ ქსელებში გაფური მხარს უჭერდა აქციებს და წერდა, რომ ქურთებით დასახლებულ რაიონებს ეწვია, რათა სოლიდარობა გამოეხატა ოჯახებისთვის, რომელთა ახლობლებიც აქციების დროს დაიღუპნენ.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw, რომელიც ნორვეგიაში ბაზირებს, ასევე იტყობინება, რომ ფეხბურთელი დააკავეს.
პოლიცია სასტიკად დევნის აქციებში მონაწილეებსა და მხარდამჭერებს. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ჩახშობის პროცესში მოკლულია 326 ადამიანი, მათ შორის 46 ბავშვი. 15 ათასი ადამიანი კი დაკავებული. 14 ნოემბერს ირანულმა სასამართლომ პროტესტის მონაწილეს პირველად გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.
ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...
პოლიტიკა • 1713506162
მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...
სოცმედია • 1713504727
"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ. პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...
საზოგადოება • 1713504553
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...
სოცმედია • 1713498911
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...
პოლიტიკა • 1713496347
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...
პოლიტიკა • 1713496163
ეს საინტერესოა • 1713468243
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი