ვილი სანიოლმა კვიპროსსა და შოტლანდიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სპორტი • 1685724120 237

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ის შემადგენლობა დაასახელა, ვინც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, 20 ივნისს კი შოტლანდიას ესტუმრება.
სანიოლის გუნდში ერთი დებიუტანტია - "პერსეპოლისის" 32 წლის მცველი გიორგი გველესიანი, რომელმაც ახლახან ირანის ჩემპიონატსა და თასზე გამარჯვება იზეიმა. გარკვეული პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს უბრუნდებიან აპოელ-ის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და "პანეტოლიკოსის" გარემარბი ლევან შენგელია.
სანიოლის სიაში ამჯერად ვერ მოხვდა მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი. სავარაუდოდ, 21 წლის ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება, რომელიც ივნისში ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის სტატუსით ითამაშებს. ეროვნულის შემადგენლობიდან 21-წლამდელებში სხვა ფეხბურთელებიც გადაინაცვლებენ.
მეკარეები - გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი)
მცველები - გურამ კაშია (სლოვანი), საბა კვერკველია (ნეფთჩი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი)
ნახევარმცველები - ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბთ), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი), ლუკა გაგნიძე (დინამო მ), საბა ლობჟანიძე (ქარაგიუმრუქი), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ს...
საზოგადოება • 1695810969

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...
საზოგადოება • 1695810829

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...
საზოგადოება • 1695810710